“ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა” ("ირის ჯგუფი") არის არასამეწარმეო (არაკომერციული) არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს თბილისში დაარსდა. ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა. “ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა” ცდილობს, თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენას და რეალიზებას მრავალფეროვნების საკითხების გამოყენებით. ორგანიზაციას სურს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომ მათ აქტიური ჩართულობით წვლილი შეიტანონ თავიანთი საზოგადოების ფორმირებაში.
“ირის ჯგუფის” აქტივობების გეოგრაფიული არეალი მოიცავდა სამხრეთ კავკასიას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), თუმცა 2012 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო პროექტების რეალიზება რუსეთსა და თურქეთში (ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია), აგრეთვე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
“ირის ჯგუფი” აქტიურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე და ცდილობს, ხელი შეუწოს უმცირესობების გააქტიურებას. “ირის ჯგუფი” ორგანიზატორია ისეთი აქტივობების, რომლებიც კომფორტულ გარემოს ქმნის ახაგაზრდებისთვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და დევნილებისთვის. ორგანიზაციას სურს, საზოგადოების სხვადასხვა წევრები დაუახლოვდნენ, დაუკავშირდნენ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან.
“ირის ჯგუფს” ჰყავს მისი პროგრამების კურსდამთავრებულების აქტიური გუნდი და აგრეთვე, გავლენიანი პარტნიორები რეგიონში.
ორგანიზაციაში მუშაობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც კომპეტენტურები არიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროექტის მენეჯმეტი, მენტორობა, არაფორმალური განათლება, აქტიური მოქალაქეობის თემაზე საგანმანათლებლო პროექტების მომზადება და რეალიზება. აღნიშნულ საკითხებზე "ირის ჯგუფის" ტრენერები დაინტერესებულ სუბიექტებსა და სხვადასხვა ორგანიზაცებს ტრეინინგებს სთავაზობენ ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბით.