ახალი ამბები |
|
2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში 17 პროექტი დაფინანსდა
07.09.2017
აგვისტო-სექტემბრის თვეები საქართველოს მთელი მასშტაბით 2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში სულ 17 პროექტი დაფინანსდა, რომელიც ახლა მონაწილეების პროექტები.
პროგრამის მეორე ეტაპიც ერთ სივრცეში ორ პარალელურ სემინარად შედგა. ორი ჯგუფის მონაწილეების ჰქონდათ საშუალება ერთმანეთი გაეცნოთ, გაეგოთ მეტი ერთმანეთის პროექტების შესახებ, გაეცვალათ იდეები და ესწავლათ ერთმანეთისგან.
ერთ 6-14 მაისს და 20-28 მაისს, 8-დღიანი აქტიური მუშაობით მათ ტრენერებთან ერთად განიხილეს და შეისწავლეს იდენტობის, მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის თემები, ასევე იმუშავეს საკუთარ იდეებზე და სოციალური-ტიპის ინიციატივებზე, რომელთა დახვეწა და პროექტებად ჩამოყალიბება შემდეგ, საპროექტო შეხვედრაზე ივლისში მოხდება.
2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის გაზაფხულის სემინარები დასრულდა
28.06.2017
2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის პირველი ეტაპი, ანუ გაზაფხულის სემინარები დასრულდა. წელს პროგრამამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 50 ახალგაზრდა შეკრიბა ულამაზეს მთიან კურორტ საირმეში. პირველი ეტაპი ორ ნაკადად შედგა, თითოეულ ნაკადში 25-25 მონაწილე ჩაერთო. 6-14 მაისს და 20-28 მაისს, 8-დღიანი აქტიური მუშაობით მათ ტრენერებთან ერთად განიხილეს და შეისწავლეს იდენტობის, მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის თემები, ასევე იმუშავეს საკუთარ იდეებზე და სოციალური-ტიპის ინიციატივებზე, რომელთა დახვეწა და პროექტებად ჩამოყალიბება შემდეგ, საპროექტო შეხვედრაზე ივლისში მოხდება.
"ამ პროგრამით იწყება ჩემი, როგორც აქტიური მოქალაქის ცხოვრება.
აქამდე არ მყოლია ეთნიკურად ქართველი მეგობრები. ახლა ერთი კი არა ბევრი მყავს და ნამდვილად ბედნიერი და მდიდარი ვარ ჩემი ,,მრავალფეროვნებით" . სხვანაირად დავიწყე ფიქრი სხვადასხვა საკითხებზე. ერთი დიდი ნაბიჯი იყო ჩემი მიზნისკენ.
ადრე ბევრ ინფორმაცია არ მქონდა ეთნიკურ ან სხვა უმცირესობებზე, ჩემ ქვეყნის პრობლემებზე. ახლა უკვე ძალიან კარგად ვიცი ამ ყველაფერის შესახებ. ვისწავლე რა არის იდენტობა. გავიგე როგორი როლი მაქვს არა მხოლოდ ჩემ თემში, ჩემ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში," - წოვინარ ჰახვერდიანი, პროგრამის მონაწილე.
მონაწილეებმა ასევე თავიანთი იდეები აქციეს საპროექტო განაცხადებათ და მცირე გრანტების მოსაპოვებლად სულ 21 განაცხადი გამოგზავნეს. კოორდინატორებისა და ფასილიტატორებისგან დაკომპლექტებული ჟიური განაცხადების განხილვას შეუდგა. შერჩეული საპროექტო გუნდები და მონაწილეები კი საპროექტო შეხვედრაზე იქნებიან მოწვეულნი.
"უპირველესი რაც ვისწავლე, არის ფიქრი; ფიქრი ყველა პერსპექტივიდან... გადავაფასე საკუთარი თავი, ღირებულებები და პრიორიტეტები, გავაუმჯობესე ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები. კიდევ ერთხელ გავიაზრე რას ნიშნავს გუნდურობა. გადავაფასე ჩემი სოციუმის პრობლემები და ღირებულებები. უფრო სიღრმისეულად შევაფასე ჩემი თავი როგორც მოქალაქე და ადამიანი.
საოცარი ენერჯაიზერები და სასემინარო ფორმატი გვქონდა. ჩვენს საპროექტო იდეებზეც ვიმუშავეთ.
ჩემი ჯგუფის პროექტი (რომელშიც ვარ ჩართული) მიზნად ისახავს ცნობიერების დონის ამაღლებას მოზარდ გოგონებში. მე საგარეჯოს რაიონიდან ვარ და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ კრიტიკულ რეგიონში ვიმყოფები, ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობით ვეცდები პროექტი საუკეთესო გამოვიდეს.
თავს დიდი ოჯახის ნაწილად ვგრძნობ. ვფიქრობ, ზღაპარში ვიყავი და ასეც იყო. თითოეული დღე, წამი და უჯრედი ამ ზღაპრისა იყო იმხელა სითბოთი სავსე, რომ დავიწყების საშუალებას არ მოგცემს. მენატრება თითოეული დღე, რომელიც არ დაბრუნდება მაგრამ უახლოეს მომავალში განმეორდება,” - მაგდა საგინაშვილი.
გაზაფხულის სემინარების ტრენერთა ჯგუფი სულ 9 ქართველი და უცხოელი ტრენერებისგან შედგებოდა. ჰაგარ ჰაგაგ და მუჰამედ ალი ეგვიპტიდან, პარტნირი პროგრამიდან სტუმრობდნენ პროგრამას. პაატა ალავერდაშვილი, ირაკლი ფირანიშვილი, მაია მელიქიძე, ივეტა გოგავა, დავით მირველაშვილი, თაკო ძაგანია ბარამიძე და გვანცა აქიაშვილი კი მრავალფეროვნების სკოლის ფასილიტატორები არიან.
მრავალფეროვნების სკოლის მეორე სემინარიც უკვე მალე დაიწყება. 22-28 ივლისს პროგრამის მონაწილეები სწორედ თავიანთ პროექტებზე განაგრძობენ მუშაობას და უფრო სიღმისეულად შეისწავლიან მცირე-მასშტაბიანი პროექტების დაგეგმვას, მართვასა და განხორციელებას. აგვისო-სექტემბრის თვეებში მათ ექნებათ დრო რომ შეძენილი ცოდნა და უნარები პრაქტიკაშიც გამოცადონ და საკუთარი ინიციატივები განახორციელონ თავიანთ რეგიონებში.

ქართველმა ახალგაზრდებმა გაცვლით პროგრამა "Open-minded"-ში მიიღეს მონაწილეობა
17.12.2016
რამდენიმე დღეა დასრულდა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა “Open-Minded” და ჩვენი მონაწილეები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დაგვიბრუნდნენ. ისინი ათი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ, გერმანიის აღმოსავლეთ მხარეში, მდ.ელბაზე გაშენებულ ლამაზ, ისტორიულ ქალაქ მაგდებურგს. „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“ უკვე მე-4 წელია აძლევს საშუალებას ქართველ მოტივირებულ და დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიიღონ მონაწილეობა ამ გაცვლით პროგრამაში, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „Bildungsnetzwerk Magdeburg” ახორციელებს. პროექტში ასევე მონაწილეობენ გერმანიის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ბოსნიის წარმომადგენლები.
პროექტი ყოველ წელს განსხვავებული სახელით ეცნობა საზოგადოებას, თუმცა, პროგრამა თითქმის უცვლელია. ტრადიციულად, პროგრამა მოიცავს ვორკშოპებს შემდეგი ოთხი მიმართულებით: ფოტოგრაფია, ცეკვა, ფილმის გადაღება და ბლოგი. თითოეული მათგანს გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები უძღვებიან. მაგალითად, ცეკვის ვორკშოპს ცნობილი გერმანული ჯგუფის „Flowjob”-ის მოცეკვავეები ატარებენ... ვორკშოპი მოიცავს დავალებებს, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, გუნდურ მუშაობას და გუნდის თითოეული წევრის შესაძლებლობებზე გათვლილ, საინტერესო აქტივობებს. ქართველი მონაწილეებისთვის, ფოტოგრაფიის ვორკშოპიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო ასანთის კოლოფისგან კამერის დამზადება და შემდეგ კადრების გამჟღავნება ბნელ ოთახში.
მონაწილეები მთლიანად ჩართულნი იყვნენ მუშაობის პროცესში, საკუთარი ხელით ქმნიდნენ ფოტოებს, ფილმს, ბლოგს, შეჰქონდათ თავიანთი შესწორებები და სურვილები საბოლოო პრეზენტაციაში, რომელიც ფინალურ, მე-10 დღეს გაიმართა. პრეზენტაცია გაიხსნა ცეკვის ვორკშოპის წარმოდგენით, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა - ეს იყო სხვადასხვა ცეკვებისა და ყველა მონაწილე ქვეყნის ტრადიციული ცეკვის ნაზავი. ფოტოგრაფიის ვორკშოპის მონაწილეებმა ყოველდღიური დავალებებისას შესრულებული ფოტოები წარადგინეს, ხოლო შემდეგ, ფილმის ჩვენებაც მოეწყო (ფილმის სანახავად ეწვიეთ ბმულს), რომელიც მონაწილეებმა ფილმის ვორკშოპზე გადაიღეს. პრეზენტაციის დასასრულს, დამრსწრე საზოგადოება ბლოგს (Openminded.atmagdeburg.de) გაეცნო, რომელზეც მონაწილეები მთელი პროგრამის მსვლელობისას წერდნენ. მათ მოიცვეს სხვადასხვა თემები, ნაციონალურ ჯგუფები, მუსიკა და ა.შ.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ გასვლითი ტურებიც ბერლინსა და ლაიფციგში. დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები, ისეირნეს საშობაოდ გამართულ მოედნებზე.

დღის განმავლობაში გვქონდა თავისუფალი დრო, როდესაც შეგვეძლო ქალაქი დაგვეთვალიერებინა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე ლაიფციგში ფსიქოლოგიის ისტორიის გამოფენაზე წასვლა და ჩემი თვალით იმ ყველაფრის ნახვა, რაზეც აქამდე მხოლოდ თეორიული ცოდნა მქონდა,“ ელენი ლალიაშვილი.
საინტერესო იყო ინტერკულტურული საღამოც. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა გააცნეს ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის კულტურა, ისტორია, ყოფა. მოამზადეს ეროვნული კერძები, წარმოადგინეს ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და ა.შ.
ეს პროექტი იყო საინტერესო გამოცდილება მონაწილეებისთვის; შეხვედრა სხვა კულტურის ხალხთან, ინფორმაციის გაზიარება, ახალი უნარების აღმოჩენა, ახალი მეგობრები და სანაცნობო წრე. გარდა ამისა, ეს ყველაფერი ისეთ სასიამოვნო გარემოში, როგორიც მაგდებურგი და მასპინძელი ვილა Böckelmann -ია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული თავგადასავალია ყველა იქ მყოფისთვის. კურსდამთავრებულები შეეცდებიან მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ და უფრო ნაყოფიერად, გრძელვადიანი მიზნებისთვის გამოიყენონ ათ დღეში გაგონილი, ნასწავლი და შეძენილი.

ქუთაისში მრავალფეროვნების ფორუმი შედგა
30.11.2016
მრავალფეროვნების სკოლის ფორუმი წელს ქუთაისში შედგა. 18 ნოემბერს ჩვენი პროგრამის 45-მა მონაწილემ თავიანთი პროექტები ფართო საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქტიული სახის აქტივობების, თამაშების, ფოტოგამოფენებისა და კრეატიული სტენდების მეშვეობით. მრავალფეროვნების ფორუმი ქუთაისში, თიბისი არტ გალერეაში ჩატარდა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ქუთაისის მერია, სასტუმრო „წყალტუბო სპა“. ფორუმს მუსიკალური მხარდაჭერა გაუწია მუსიკოსმა Chi-Cho-მ. მრავალფეროვნების სკოლის ერთწლიან პროგრამას გერმანული ორგანიზაცია მიტოსტი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებენ. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები წელიწადში სამჯერ, თითო კვირის განმავლობაში ესწრებიან სემინარებს და ქმნიან საკუთარ მცირემასშტაბიან პროექტებს. წელს პროგრამის მონაწილეების მიერ სულ ასეთი 20 პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეებმა თავიანთი პროექტებით მოიცვეს ახალქალაქი, ახალციხე, ბოლნისი, თელავი, თეთრიწყარო, გორი, მარტვილი, სენაკი, ქუთაისი და ბათუმი. სწორედ რეგიონთა ასეთი მრავალფეროვნება იყო ერთერთი მიზეზი იმისა, რომ წლევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი პრეზენტაციები ერთი კონცეფციის,"მოგზაურობის", ქვეშ გაერთიანდა. პროექტები იყო სოციალური ხასიათის. ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, ბულინგი სკოლებში, მუშათა უფლებები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემათაგან, რომლებსაც პროექტები მიეძღვნა.
ფორუმი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა სტუმრების ჩართულობამ და ინტერესმა. დამსწრეები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტები და ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი დაწესებულებებისა და ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები. მათ საშუალება ჰქონდათ მეტი გაეგოთ თითოეულ პროექტზე და გასაუბრებოდნენ ორგანიზატორ ახალგაზრდებს, გაეზიარებინათ პროექტების განხორციელებისას გადამხდარი მათი თავგადასავლები და საინტერესო აღმოჩენები. პროგრამის მენტორებმა კი სტუმრებს მრავალფეროვნების სკოლა გააცნეს და აუხსნეს, თუ რა შესაძლებლობებს ვთავაზობთ პროგრამის ფარგლებში. ღონისძიებაზე ნამდვილი საფესტივალო განწყობა და ატმოსფერო შეიქმნა.
ერთწლიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეები უკვე კურსდამთავრებულები გახდნენ. თუმცა, ამით არ წყდება ჩვენი ურთიერთობა. ახლა მათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, რეალობად აქციონ საკუთარ იდეები და იყვნენ ცვლილების ინიციატორები თავიანთ საზოგადოებაში.

მეტი ფოტოსათვის, გთხოვთ, ეწვიეთ ღონისძიების ალბომს Flickr-ზე.
ირის ჯგუფის საბჭოს წევრების წერილი მიტოსტ ფესტივალთან დაკავშირებით
03.11.2016
მოგესალმებით მეგობრებო,
იმათ, ვინც ჩვენი ორგანიზაცის საქმიანობას თვალყურს ადევნებს, გეცოდინებათ, რომ წელს თბილისი MitOst-ის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალს 2003 წლიდან ორგანიზაცია MitOst-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ატარებს. წელს ერთერთი მხარდამჭერი პარტნიორი ორგანიზაცია ირის ჯგუფი იყო. ფესტივალის ისტოორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის - 450-მდე სტუმარი 33 ქვენიდან, ჩამოვიდა იმისათვის, რომ დასწრებოდა უამრავ ვორქშოპს, გაეცნო მონაწილეები, გაეზიარებინა თავიანთი გამოცდილება სხვადასხვა საკითხებში და რა თქმა უნდა დაეთვალიერებინა საქართველო.
ჩვენც, ირის ჯგუფის საბჭოს წევრები, ვესწრებოდით ფესტივალს. ფესტივალზე დაგვხვდა სასიამოვნო გარემო, საინტერესო ადამიანები, ყველგან იყო ფუსფუსი და აქტივობა, სხვადასხვა ადგილას ტარდებოდა ვორქშოპები, იყო ექსკურსიები, გამოფენები და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი ისე ლაღად მიმდინარეობდა, ვერც მიხვდებოდი, რომ ამ აქტიურობის უკან ორგანიზატორთთა გუნდის რამოდენიმე თვის შრომა იმალებოდა. ირის ჯგუფის სახელით ჩვენ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორგანიზატორთა მთელ გუნდს, რომელიც შედგებოდა როგორც MitOst-ის, ისე მისი პარტნიორი ორგანიზაციების ირის ჯგუფისა და კრეატიული განვითარების ცენტრის თანამშრომლებისგან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ ირის ჯგუფის თანამშრომლების, თაკო ძაგანია-ბარამიძე და მარგო ჯაფარიძეს ამ პროექტში ჩადებული დაუზარებელი შრომა, პროფესიონალიზმი, უდიდესი პასუხისმგებლობა და ენთუზიაზმი, რომელიც ამ ფესტივალის მომზადებაში ჩადეს. რითაც არა მხოლოდ ორგანიზაციის განვითარებას, არამედ თბილისის და საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყეს ხელი.
ასევე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მოხალისეებს, ანანო ათაბეგაშვილს, ნინო ბუწაშვილს, ნინო ბოკუჩავს, დავით ჯინჭარაძეს, დემეტრე გოგებაშვილს, ქეთევან ივანიძეს, სოფია ხიზანიშვილს, ანუკი ჯიქიძეს, სალომე შენგელიას, თინათინ თაბორიძეს, თამარ უჩანეიშვილს, მაკა ჩახნაშვილს, დათო მირველაშვილს, სერგი ბარამიძეს, ვანო ხარაშვილს და ლევან ხუციშვილს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში და დიდი წვლილი შეიტანეს ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში.
ფესტივალის შემდეგ ჩვენმა ორგანიაცია დიდი გამოცდილება მიიღო, შეიძინა ახალი მეგობრები, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დაასრულა და მზადაა შემდეგი პროექტებისათვის.
საუკეთესო სურვილებით,
ირის ჯგუფის საბჭოს წევრები
ირინა ოდიშარია, მაია მელიქიძე, პაატა ალავერდაშვილი

ირის ჯგუფმა მე-14 საერთაშორისო მიტოსტ ფესტივალს უმასპინძლა
12.10.2016
5-9 ოქტომბერს თბილისმა მიტოსტის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. 450-მდე სტუმარი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან და 100-მდე ძალიან საინტერესო ღონისძიება - ამ ყოველივეს სწორედ ირის ჯგუფმა გაუწია ორგანიზება გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თან და ქართულ პარტნიორ ორგანიზაცია "კრეატიული განვითარების ცენტრთან" ერთად!
მიტოსტის საერთაშორისო ფესტივალი (14th International MitOst Festival Tbilisi) არის საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები, კულტურული მენეჯერები და საინიციატივო ჯგუფებისა და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა 100-ზე მეტი ღონისძიება, რომლებიც ფესტივალის პროგრამაში თემატურად იყო დაყოფილი რამდენიმე მიმართულებით: ვორკშოპები, პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები, მოძრაობა-პერფორმანსები, ფილმის ჩვენება, გამოფენა, მუსიკა/კონცერტები, სპორტული ტურნირები, კრეატიული კუთხე და ტურები, რომლებსაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები უძღვებოდნენ. ფესტივალი ოთხ ენაზე ჩატარდა: ქართული, ინგლისური, გერმანული და რუსული.
წლევანდელი ფესტივალი დაეთმო თემებს: მრავალფეროვნება და ინკლუზია. თბილისისა და ზოგადად, საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ეს ორი თემა გაშლილი იქნა სხვადასხვა კრეატიული და მრავალფეროვანი გზებით.
ფესტივალის ფარგლებში თბილისისათვის ძალიან აქტუალური საჯარო ღინისძიებები განხორციელდა, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა დასწრებისა და მონაწილეობის შესაძლებლობა: თანამონაწილეობითი ურბანული დაგეგმარება და პოლიტიკა და Building Ecosystems for Sustainable Social Change. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კონფლიქტური რეგიონები და იქ არსებული ყოფა, ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმებშიც იქნა ასახული: "ლოდინი ზღვარზე", "დომინოს ეფექტი" ("Domino Effect") და სხვა. მრავალი ვორკშოპი და პანელური დისკუსია მიეძღვნა სამოქალაქო განათლებასა და ამ სფეროში არსებულ მეთოდების ეფექტურობას.
პრობლემური საკითხებისა თუ ესთეტური შემოქმედების წარმოდგენა ფესტივალზე ფოტოგრაფიის საშუალებითაც მოხდა. განხორციელდა რამდენიმე ფოტოგამოფენა, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია: "წინააღმდეგობის ხელოვნება ეგვიპტეში, ლიბიასა და ტუნისში" ("Art of Resistance in Egypt, Libya and Tunisia"), "ურბანული დღიურები", მოგზაურთა თაობა ("Generation Nomad") და სხვ.
სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, შეესწავლათ ქართული ცეკვის ილეთები და თავად ეცადათ ქართული პოლიფონიური სიმღერების შესრულება, არამხოლოდ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, არამედ გაცნობოდნენ ქართული პურის ცხობისა და თიხის ნივთების დამზადების მეთოდებსაც. სტუმრები გაეცნენ ქართულ თანამედროვე პოეზიას და მიიღეს მეტი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ეთნიკური უმცირესობების შესახებაც. ფესტივალის მონაწილეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი თვით ქალაქის მიმართ და თავად აღმოაჩინეს თბილისის მრავალფეროვნება დაგეგმილი ტურებით: "თბილისი ვერტიკალი" ("Tbilisi Vertikal"), "თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა მოზაიკები" ("Lost Heroes of Tbilisi. Soviet Mosaics"), "ეთნიკური მოზაიკის შეცვლა საბჭოთა თბილისში" ("Changing the Ethnic Mosaic in Soviet Tbilisi") და სხვ, განხორციელდა მოძრაობა-პერფორმანსებიც: ოქროს საწმისი და Sound of Tbilisi.
ბევრი საინტერესო ღონისძიებით დატვირთული დღის შემდეგ საღამოს პროგრამა ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკით დატკბობასაც სთავაზობდა. წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორის, ქართული თანამედროვე და უცხოური მუსიკის აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრების შემსრულებლები, მათ შორის: "ფოლკლორული ჯგუფი "ჩვენებურები", "Asea Soul", ბერლინში დაფუძნებული ინდი ბენდი "Die Höchste Eisenbahn", ქართველი მომღერალი Mebo Renard და სხვ. ამგვარად, მიტოსტ ფესტივალის საღამოები მთლიანად ეთმობოდა მუსიკის გზით კულტურულ გაცვლასა და განსაკუთრებული სივრცის შექმნას ინტერკომუნიკაციისათვის.
მონაწილეებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს ფეხბურთისა და ფრისბის მატჩებშიც და ახალი ენერგიითაც აივსნენ.
მიტოსტის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი დასკვნითი ღონისძიებითა და კონცერტით დასრულდა. სტუმრების დიდმა ნაწილმა ფესტივალის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა მხარეში მოგზაურობა განაგრძო.
ირის ჯგუფი დიდ მადლობას უხდის ყველა სტუმარს, პარტნიორს, ორგანიზატორ მხარეს, ჩვენი პროგრამების კურსდამთავრებულებს, რომლებიც მოხალისეობრივად ჩაერთვნენ ფესტივალის მსვლელობასა და ორგანიზებაში, ყველა უცხოელ მოხალისეს, მედიას და ყველას ვინც დაინტერესდა ფესტივალით. ჩვენთვის ეს იყო დიდი გამოცდილება და სიხარული! მომავალ მიტოსტ ფესტივალამდე!
ფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით ბმულზე.
მეტი ფოტოს სანახავად, ეწვიეთ ფესტივალის ფოტო ალბომს.

დასრულდა გაზაფხულის სემინარები
20.06.2016
მრავალფეროვნების სკოლის გაზაფხულის სემინარებში მონაწილეობა სულ ორმოცდაათმა ახალგაზრდამ მიიღო. სემინარი ორ ნაწილად, 7-15 მაისსა და 21-29 მაისს შედგა. წელსაც, როგორც ყოველთვის, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო მონაწილეები გვყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მონაწილეებმა ტრენერების მხარდაჭერით შეისწავლეს და განიხილეს ეთნიკურ უმცირესობების საკითხები და სამოქალაქო ჩართულობის პრობლემები საქართველოში. აღნიშნულ სემინარზევე მონაწილეებმა შექმნეს საპროექტო გუნდები და დაწერეს საკუთარი მოხალისეობრივი პროექტი, რომლის განვითარება და დახვეწა შემდეგ, პროექტის მენეჯმენტის შეხვედრაზე, 23-29 ივლისს მოხდება.
წელს პირველად, მონაწილეთა სიმრავლის გამო, ორი იდენტური გაზაფხულის სემინარი ჩაუტარდათ სხვადასხვა მონაწილეებს: 7-15 მაისსა და 21-29 მაისს, ორჯერვე ლიკანში. პირველ სემინარში მონაწილეობა მიიღო ოცდაოთხმა ახალგაზრდამ, ხოლო მეორეში - ოცდაექვსმა. მონაწილეებმა დასაფინანებლად 22 საპროექტო განაცხადი გამოგზავნეს, მათ შორის არის ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტები. საპროექტო ჟიური, რომელიც მრავალფეროვნების სკოლის ტრენერებისა და კოორდინატორებისაგან შედგება, განიხილავს განაცხადებს და მიიღებს გადაწყველიტებას დაფინანსების შესახებ. ჟიურის შედეგებს მონაწილეები ივლისის დასაწყისში შეიტყობენ. ის მონაწილეები, რომლებიც თავიანთი პროექტების დაფინანსებას მოიპოვებენ, მოწვეული იქნებიან პროექტის მენეჯმენტის სემინარზე, რომელიც 23-29 ივლისს შედგება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში.
გაზაფხულის სემინარს სულ რვა ტრენერი უძღვებოდა, მათ შორის ორი პარტნიორი პროგრამებიდან, ეგვიპტიდან საფა ჰარაკი და რუსეთიდან ელენა ბობროვსკაია, მოვიწვიეთ. ოთხი ტრენერი: პაატა ალავერდაშვილი, თეონა დალაქიშვილი, თამარ ძაგანია ბარამიძე და ეკატერინე დანელია მრავალფეროვნების სკოლის გამოცდილი ტრენერები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ატარებენ სემინარებს ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის თაკო ძაგანია ბარამიძე პროგრამის კოორდინატორიცაა. ხოლო დარჩენილი ორი, მარიამ გაბუნია და ლევან ხუციშვილი პროგრამის ახალი ფასილიტატორები არიან. ეთნიკური უმცირესობების პრობლემეზე სასაუბროდ სემინარებზე სტუმრად მოვიწვიეთ გიორგი ბობღიაშვილი, უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრის ერთ-ერთი კოორდინატორი და ელენე პროშიკიანი, ბოშების საკითხების კოორდინატორი საქართველოში.
მანსურ მარგოშვილი 18 წლის არის. იგი მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეა, რომელიც ახმეტის რაიონში, კერძოდ სოფელ დუისში ცხოვრობს. ამბობს, რომ გაზაფხულის სემინარმა ახალი ცოდნა და უნარები შესძინა: "განსაკუთრებით გამოვყოფდი კომუნიკაციის უნარს. განვიხილეთ ეთნიკური უმცირესობების პრობლემები და ვისწავლეთ, როგორ იწერება პროექტი. ასევე სემინარზე სტუმრად გვყავდა გიორგი ბობღიაშვილი უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრიდან, რომლისგანაც ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე. ძალიან მომეწონა ტრენერების მუშაობის მეთოდები. შევიძინე ბევრი კონტაქტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ამ ბავშვებთან მომავალშიც ვაპირებ ურთიერთობის გაგრძელებას."
„მთელი სემინარის განმავლობაში ჩვენი ტრენერები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ, განსაკუთრებით გამოვყოფდი მათ მიერ ჩატარებულ სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც სხვის როლში შესვლასა და ერთმანეთის უკეთ გაგებაში დაგვეხმარა. პირადად მე ვისწავლე სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობა, რადგანაც მიწევდა ერთდროულად პროექტის წერა, სესიებზე დასწრება და შეფასებებში მონაწილეობის მიღება." - ამბობს 23 წლის მარიამ გოგავა თბილისიდან, რომელიც მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეა.
შეგახსენებთ, რომ მრავალფეროვნების სკოლა არის ერთწლიანი, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სამ ეტაპად ტარდება. ერთი წლის განმავლობაში მონაწილეები ესწრებიან სამ სემინარს მრავალფეროვნების თემაზე და სწავლობენ მოხალისეობრივი პროექტების მენეჯმენტს. წლის განმავლობაში ისინი ახორციელებენ თავიანთ საპროექტო იდეებს, რომელსაც თავად პროგრამა უფინანსებს, ამასთან ერთად, მონაწილეები დამოუკიდებლად ცდილობენ, მოიპოვონ თანადაფინანსება სხვა დონორი ორგანიზაციებისაგან.

ირის ჯგუფს ახალი დირექტორი და საბჭოს წევრები ჰყავს
18.01.2016
ირის ჯგუფის ახალი საბჭოს წევრები მაია მელიქიძე, ირინე ოდიშარია და პაატა ალავერდაშვილი არიან. ახალი საბჭო ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ირინე ოდიშარიამ დააკომპლექტა შემოსული განაცხადების საფუძველზე. კანდიდატურის წამოყენება საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით ირის ჯგუფის ტრენერებსა და კოორდინატორებს შეეძლოთ. ირის ჯგუფის წესდებით, საბჭო შედგება სამი წევრისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი არის ირის ჯგუფის დამფუძნებელი. დამფუძნებელი ადგენს საბჭოს. შესაბამისად, ვაკანტური იყო ორი პოზიცია.
საბჭოს წევრების არჩვენები 2015 წლის ბოლოს გამოცხადდა, რადგან ამავე წლის ბოლოს ამოიწურა 2013 წელს დანიშნული ბორდის უფლებამოსილება. საბჭოს ფუნქცია- მოვალეობებში შედის: ირის ჯგუფის ფინანსური კონტროლი, ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა და დირექტორის დანიშვნა. ირის ჯგუფის საბჭოში 2015 წლამდე ირიცხებოდნენ ნინო გვარჯალაძე, ირაკლი ფირანიშვილი და ირინე ოდიშარია. დღემდე ირის ჯგუფის საბჭოს ფორმალური ფუნქცია ენიჭებოდა, რადგან ორგანიზაცია, მიუხედავად დიდმასშტაბიანი პროექტებისა, აქტივობებს შეზღუდული რაოდენობით ახორციელებდა.
საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ, ირის ჯგუფში გაიმართა საბჭოს პირველი შეხვედრა. განიხილეს ორგანიზაციის სამომავლო პერსპექტივები, საბჭოს ფუნქციონირების დეტალები და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის დეკემბერში ირის ჯგუფის დირექტორად დაინიშნა მარგალიტა ჯაფარიძე. ირის ჯგუფის დირექტორად დაარსების დღიდან 2015 წლამდე ირინე ოდიშარია ირიცხებოდა. მან დირექტორის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა ირის ჯგუფში იგი აქტიურად იქნება ჩართული და გააგრძელებს მუშაობას, როგორც ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერი და საბჭოს წევრი.

მარგალიტა ჯაფარიძემ ახლახან დაასრულა სტაჟირება ევროპის უმცირესობათა ცენტრში, გერმანიაში. მუშაობს ირის ჯგუფში პროგრამების მენეჯერად 2014 წლიდან. არის პროგრამა „მრავალფეროვნების სკოლის“ კოორდინატორი. აგრეთვე, მუშაობდა პროგრამების ასისტენტად პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ქალაქ გდინიაში, მანამდე კი, ჟურნალისტად სხვადასხვა მედიასაშუალებებში თბილისში. 2012 წელს დაასრულა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით. მოგვიანებით სწავლობდა „რადიო თავისუფლების“ ერთწლიან მედიასკოლაში მულტიმედია ჟურნალისტიკის მიმართულებით.
მაია მელიქიძე ირის ჯგუფის საბჭოს წევრი, არის „მრავალფეროვნების სკოლის“ ტრენერი 2014 წლიდან, მუშაობს ლიბერთი ბანკში როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან ურთერითობის განყოფილების უფროსი, არის საბანკო საქმის მოწვეული ლექტორი ილიას უნივერსიტეტში და დამფუძნებელი ორგანიზაციისა Women’s Democracy Network Georgia.
პაატა ალავერდაშვილი, ირის ჯგუფის საბჭოს წევრი, არის „მრავალფეროვნების სკოლის“ ტრენერი 2015 წლიდან, მუშაობს როგორც მეტყველების თერაპევტი ილიას უნივერსიტეტთან არსებულ ადრეული განვითარების ცენტრში. არის მკვლევარი ორგანიზაცია სათემო განვითარების ცენტრში. მუშაობს მზარეულად „ნატურალური ღვინოების ბარი ღვინო Underground-ში.“
ირინე ოდიშარია, ირის ჯგუფის საბჭოს წევრი, არის ირის ჯგუფის დამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი. აგრეთვე, ირის ჯგუფის ტრენერი 2010 წლიდან. მუშაობს, როგორც ფერთა ანალიტიკოსი კომპანიებში: Fashion Stylist Institute California-სა და Color & Style Georgia-ში.

"მე საზღვარგარეთ" - ტრეინინგები რეგიონებში
05.10.2015
მრავალფეროვნების სკოლის წარმოადგენლები ახალგაზრდებისთვის ტრეინინგებს საქარველოს სხვადასხვა რეგიონებში ატარებენ.
ტრეინინგი " მე საზღვარგარეთ" მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებშიც ქართველ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ ჩართვა. ერთდღიანი შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობინ სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის UGRAD, DAAD, Erasmus + და AIESEC-ს. ორგანიზატორები დეტალუტად აწვდიან ინფორმაციას იმ პროცედურების შესახებ, რაც პროგრამაში მონაწილების მისაღებად არის საჭირო.
უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა, 2-3 ოქტომბერს დმანსისსა და ბოლნისში. ხოლო შემდეგი ტრეინინგები დაგეგმილია 9-10 ოქრომბერს საჩხერესა და ჭიათურაში. ქვემოთ გაეცანით დეტალურ ინცორმაციას, თუ როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ ტრეინინგებში.

press_release_dt_ds_2015.pdf | |
File Size: | 136 kb |
File Type: |
კულინარიის დღეები ბათუმში
20.06.2015
Cook MitOst - კულინარიულ ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბნენ ახალგაზრდები ქალაქ ბათუმში, 5-7 ივნისს. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ორგანიზაცია MitOst-ის ალუმნები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან. პროექტი Cook MitOst-ი ვეგეტარიანული კერძებისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. თითოეულმა მონაწილემ თავისი რჩეული ტრადიციული კერძი მოამზადა და პროექტის სხვა მონაწილეებს გაუზიარა. პროექტის ბოლო დღეს მონაწილეებმა თავიანთი გემოვნებით ერთად შექმნეს რეცეპტი და ცოცხალი ბოსტნეულისგან „MitOst სალათი“ მოამზადეს.

ირის ჯგუფსა და საქართველოს პროკურატურას შორის
მემორანდუმი გაფორმდა
21.01.2015
20 იანვარს ირის ჯგუფსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზანად ისახავს პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში" არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის მოზარდების ცნობიერების ამაღლებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ და ირის ჯგუფის დირექტორმა, ირინე ოდიშარიამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში შემუშავებულია ამოცანები, რომლებიც მოიცავს რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანებისთვის სპეციალური ტრეინინგ-მოდულის შემუშავებას, მოკლევადიანი სასერთიფიკატო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას.
თანამშრომლობის წარმატებითა და ნაყოფიერად განხორციელებისათვის, ირის ჯგუფი პროექტებს კვალიფიციური ტრენერებითა და სპეციალისტებით დააკომპლექტებს, ხოლო პროკურატურა ტექნიკურ მხარდაჭერას, სივრცის გამოყოფას, არასრულწლოვანთა შერჩევას და საჭიროების შემთხვევაში, ადამიანური რესურსით დახმარებას უზრუნველყოფს.
ირის ჯგუფს პარტნიორობას უწევს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია MitOst e.V.

"მრავალფეროვნების სკოლის" ფარგლებში რვა პროექტი დაფინანსდა
11.07.2014
პროგრამა "მრავალფეროვნების სკოლის" ჟიურის გადაწყვეტილებით, თერთმეტი სოციალური პროექტიდან რვა დაფინანსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამით გათვალისწინებულ სესიებში მონაწილეობას 18 ახალგაზრდა გააგრძელებს.
პროექტების ავტორები პროგრამა "მრავალფეროვნების სკოლის" მონაწილეები არიან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, მათ შორის, ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიებიდან.
"მრავალფეროვნების სკოლა 2014" მაისის თვეში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. დასაწყისისთვის, პროგრამაში მონაწილეობას 24 ახალგაზრდა იღებდა, რომლებმაც დასაფინანსებლად ჯგუფური და ინდივიდუალური სულ 11 საპროექტო განაცხადი შემოიტანეს.
პროგრამაში მონაწილებას მხოლოდ დაფინანსებული პროექტის ავტორები აგრძელებენ. მათ ტრენინგებს ხუთი გამოცდილი ფასილიტატორი ჩაუტარებთ. ტრენინგი დაბა ბაკურიანში, 25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით შედგება. სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად ორი თვის ვადას მისცემენ.
პროექტების განხორციელების შემდეგ, ნოემბრის თვეში, მონაწილეები ისევ შეიკრიბებიან, მიღებულ გამოცდილებას ინდივიდუალურად შეაფასებენ, ერთმანეთს გაუზიარებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

"მრავალფეროვნების სკოლის" საგაზაფხულო სემინარი მიმდინარეობს
17.05.2014
პროგრამა "მრავალფეროვნების სკოლის" პირველი, გაზაფხულის სემინარი მიმდინარეობს. პროექტის მონაწილეები ერთმანეთს 10 მაისს, კურორტ საირმეში შეხვდნენ. პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის არის: მონაწილეები შვიდი დღის განმავლობაში მრავალფეროვნების საკითხებს შეისწავლიან და თავიანთ საპროექტო იდეებს განიხილავენ, მომავალი სემინარის განმავლობაში დახვეწენ და საბოლოოდ, თავიან მცირებიუჯეტიან პროექტებს აგვისტოში განახორციელებენ. გაზაფხულის სემინარს სულ 24 მონაწილე ესწრება. სესიებს "მრავალფეროვნების სკოლის" ხუთი ტრენერი ამზადებს: თამარ ძაგანია, ირაკლი ფირანიშვილი, ანდრეა ზიგმუნდ, გიორგი ყანჩაველი და მაია მელიქიძე. ერთ-ერთი მონაწილე, 21 წლის არმინე მანველიანი, ახალციხიდან არის. ამბობს, რომ პროექტი მოსწონს, რადგან სესიები ქართულ ენაზე ტარდება, ეს კი მისთვის ერთგვარი გამოწვევაა: “ენობრივი ბარიერის გამო, ხანდახან, თითქოს, აზრს ვერ ვაყალიბებ, ვერ გადმოვცემ ისე, როგორც მინდა, მაგრამ ეს პროექტი შესაძლებლობას მაძლევს, ქართული ენის ცოდნა გავიუმჯობესო,”- ამბობს არმინე. “აქამდე მიმიღია სხვადასხვა ტრეინინგში მონაწილეობა, მაგრამ არასოდეს მქონია ისეთი შემთხვევა და შანსი, რომ, რაც თეორიაში ვისწავლე, ის პრაქტიკაშიც განმეხორციელებინა. ამ პროექტში კი შემიძლია, სემინარების განმავლობაში ნასწავლი პრაქტიკაშიც ვცადო, ანუ მაქვს შესაძლებლობა, რომ “მრავალფეროვნების სკოლის” ფარგლებში საკუთარი მცირემასშტაბიანი პროექტი განვახორციელო,”- ამბობს 24 წლის სალომე ნემსიწვერიძე, “მრავალფეროვნების სკოლის” მონაწილე. გვანცა ნემსაძეს “მრავალფეროვნების სკოლამდე” არსდროს მიუღია მონაწილეობა ისეთ ტრეინინგებში, სადაც ცოდნას არაფორმალური განათლების მეთოდებით მიიღებდა: “მართალია, ზოგიერთი საკითხი, რომელსაც აქ განვიხილავთ და ვსწავლობთ, ჩემთვის უკვე ნაცნობია, მაგრამ სხვადასხვა სახალისო თამაშებით, დისკუსიებით ამ თემებზე ადრე არასდროს მიმუშავია. ბევრი ინფორმაცია მივიღეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ. მგონია, რომ აქ მიღებული ცოდნა გამომადგება: როგორც ჟურნლისტს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ბევრად სიღრმისეული ცოდნა მექნება მაგალითად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და მათი პრობლემების შესახებ,“- ამბობს 23 წლის გვანცა. "მრავალფეროვნების სკოლის" გაზაფხულის სემინარი 18 მაისს დასრულდება. მონაწილეების შემდეგი შეხვედრა ივლისის თვეში არის დაგეგმილი. პროგრამის ფარგლებში 2014 წლის განმავლობაში სულ სამი სემინარი ჩატარდება. "მრავალფეროვნების სკოლა" არის Joint Civic Education-ის ადგილობრივი პროგრამა საქართველოში, რომელიც პირველად 2012 წელს ამოქმედდა. ეს არის პროგრამა ახალგაზრდა აქტივისტებისთვის და მათთვის, ვისაც საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარება და საპროექტო იდეების განხორციელება სურს. დასრულდა "მრავალფეროვნების სკოლის" მონაწილეების შერჩევა 04.04.2014
ასლან ართმელაძე ბათუმიდან არის, ამჟამად თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. 21 წლის ასლანი 2014 წლის „მრავალფეროვნების სკოლის“ მონაწილედ შეარჩიეს. მან პროგრამის შესახებ შემთხვევით შეიტყო: „უნივერისტეტში მეოთხე კორპუსის დერეფანში დაფაზე განცხადებებს ვკითხულობდი, საინფორმაციო ბროშურას წავაწყდი, სადაც ეწერა, რომ „მარავლეფროვნების სკოლაში“ განაცხადებს იღებდნენ. ამ პროექტის შესახებ მსმენოდა ჩემი მეგობრებისგან, მათი რეკომენდაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მონაწილის აპლიკაცია მეც შემევსო“, - ამბობს ასლანი. მას სურს, რომ „მრავალფეროვნების სკოლის“ ფარგლებში საკუთარი მოხალისეობრივი პროექტი მოამზადოს: გამართოს ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ეკოლოგიის თემაზე. ამბობს, რომ მისი პროექტის იდეას დახვეწა და მუშაობა სჭირდება. იმედი აქვს, რომ ამაში „მრავალფეროვნების სკოლა“ დაეხმარება. „მრავალფეროვნების სკოლას“ 2014 წელს სულ 25 მონაწილე ჰყავს. მონაწილეების საბოლოო შერჩევა 31 მარტს დასრულა. პროგრამის მონაწილეები ახალციხიდან, მარნეულიდან, თელავიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ბათუმიდან, მარტვილიდან, ჩოხატაურიდან, თბილისიდან და რუსთავიდან არიან. პროექტში მონაწილეობის სურვილი სულ 95-მა ახალგაზრდამ გამოთქვა, მათ შორის ჟიურიმ 25 საუკეთესო აპლიკაცია შეარჩია. განაცხადების მიღების განმავლობაში პროგრამის წარმომადგენლებმა გასვლითი შეხვერდები ჩაატარეს მარნეულში, თელავში, გორში, თეთრიწყაროსა და თბილისში. შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებმა გაუწია. „მრავალფეროვნების სკოლის“ პირველი შეხვედრა 10 მაისს შედგება კურორტ საირმეში, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გაეცნობიან. ისინი შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მრავალფეროვნების საკითხებს შეისწავლიან და ტრენერების მხარდაჭერით თავიანთი საპროექტო იდეების განვითარებაზე იმუშავებენ. პროგრამის მონაწილეები წლის ბოლომდე სულ სამ ტრენინგს გაივლიან, ისწავლიან პროექტების წერას, შეიძენენ პროექტის მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს და განახორციელებენ თავიანთ მოხალისეობრივ პროექტებს. "მრავალეროვნების სკოლის" შესახებ მეტი ინფორმაცია |