ENG
გმადლობთ, რომ გვესტუმრეთ. ამჟამად მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია. 2018 წლის იანვრიდან განახლებული ვებსაიტით დაგიბრუნდებით!
ახალი ამბები
2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის გაზაფხულის სემინარები დასრულდა
28.06.2017
2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის პირველი ეტაპი, ანუ გაზაფხულის სემინარები დასრულდა. წელს პროგრამამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 50 ახალგაზრდა შეკრიბა ულამაზეს მთიან კურორტ საირმეში. პირველი ეტაპი ორ ნაკადად შედგა, თითოეულ ნაკადში 25-25 მონაწილე ჩაერთო. 6-14 მაისს და 20-28 მაისს, 8-დღიანი აქტიური მუშაობით მათ ტრენერებთან ერთად განიხილეს და შეისწავლეს იდენტობის, მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის თემები, ასევე იმუშავეს საკუთარ იდეებზე და სოციალური-ტიპის ინიციატივებზე, რომელთა დახვეწა და პროექტებად ჩამოყალიბება შემდეგ, საპროექტო შეხვედრაზე ივლისში მოხდება.
მეტი

ქუთაისში მრავალფეროვნების ფორუმი შედგაz17.12.2016 რამდენიმე დღეა დასრულდა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა “Open-Minded” და ჩვენი მონაწილეები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დაგვიბრუნდნენ. ისინი ათი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგს. მეტი ქუთაისში მრავალფეროვნების ფორუმი შედგა30.11.2016 მრავალფეროვნების სკოლის ფორუმი წელს ქუთაისში შედგა. 18 ნოემბერს ჩვენი პროგრამის 45-მა მონაწილემ თავიანთი პროექტები ფართო საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქტიული სახის აქტივობების, თამაშების, ფოტოგამოფენებისა და კრეატიული სტენდების მეშვეობით. მეტი ირის ჯგუფმა მიტოსტ მე-14 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა12.10.2016 5-9 ოქტომბერს თბილისმა მიტოსტის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. 450-მდე სტუმარი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან და 100-მდე ძალიან საინტერესო ღონისძიება - ამ ყოველივეს სწორედ ირის ჯგუფმა გაუწია ორგანიზება გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თან და ქართულ პარტნიორ ორგანიზაცია "კრეატიული განვითარების ცენტრთან" ერთად! მეტი დასრულდა გაზაფხულის სემინარები20.06.2016 მრავალფეროვნების სკოლის გაზაფხულის სემინარებში მონაწილეობა სულ ორმოცდაათმა ახალგაზრდამ მიიღო. სემინარი ორ ნაწილად, 7-15 მაისსა და 21-29 მაისს შედგა. წელსაც, როგორც ყოველთვის, მონაწილეები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონებიდან გვყავს. მონაწილეებმა ტრენერების მხარდაჭერით შეისწავლეს და განიხილეს ეთნიკურ უმცირესობების საკითხები და სამოქალაქო ჩართულობის პრობლემები საქართველოში. მეტი ირის ჯგუფს ახალი დირექტორი და საბჭოს წევრები ჰყავს18.01.2016 ირის ჯგუფის ახალი საბჭოს წევრები მაია მელიქიძე, ირინე ოდიშარია და პაატა ალავერდაშვილი არიან. ახალი საბჭო ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ირინე ოდიშარიამ დააკომპლექტა შემოსული განაცხადების საფუძველზე, ხოლო ორგანიზაციის დირექოტორად მარგალიტა ჯაფარიძე დაინიშნა. მეტი
|
განცხადებები2017 წლის მრავალფეროვნების სკოლაში განცხადებების მიღება დაიწყო!
|