Iris Jgufi
ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • განცხადებები
    • პროგრამები
  • მრავალფეროვნების ბლოგი
  • სატრეინინგო ცენტრი
    • შემოთავაზებები
    • ტრენერების გუნდი
  • ჩვენს შესახებ
    • გუნდი
    • საბჭო
    • მრჩეველთა საბჭო
  • პარტნიორები და დაფინანსება
  • ფოტოგალერეა
  • კონტაქტი
  • Eng

გუნდი


Picture
მარგალიტა ჯაფარიძე
აღმასრულებელი დირექტორი

2016 წლიდან არის ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით. აგრეთვე, სწავლობდა რადიო თავისუფლების ერთწლიან მედიასკოლაში მულტიმედია ჟურნალისტიკას. ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მუშაობდა რეპორტიორად სხვადასხვა მედიასაშუალებებში. 2012 წელის განმავლობაში იყო პროგრამების ასისტენტი არასამთავრობო ორგანიზაციაში პოლონეთში, ხოლო 2014 წლიდან არის ირის ჯგუფის პროგრამების მენეჯერი. 2015 წელს სტაჟირება გაიარა უმცირესობათა ევროპულ ცენტრში, გერმანიაში. 

ინტერესის სფერო: სამოქალაქო განათლება, ინტერკულტურული ურთიერთობები, მრავალფეროვნების მართვა, მედია.


Picture
თამარ ძაგანია ბარამიძე
პროგრამების მენეჯერი

​​2014 წლიდან მუშაობს ირის ჯგუფში პროგრამების მენეჯერად. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სპეციალობით ხელოვნებათმცოდნეობა. სწავლობდა თანამედროვე ხელოვნებას პოლონეთის ქალაქ ვროცლავში. მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორიო ორგნიზაციებში  და არტ-გალერეებში. არის საერთაშორისო პროგრამა Theodor Heuss Kolleg-ის ტრენერი 2011 წლიდან. ირის ჯგუფში მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 

ინტერესების სფერო: მრავალფეროვნების მართვა, ფსიქოლოგია, ურბანული გარემო, თანამედროვე ხელოვნება


Picture
გვანცა აქიაშვილი
პროგრამების მენეჯერი

მუშაობს ირის ჯგუფში პროგრამების მენეჯერად 2016 წლიდან. მაგისტრის ხარისხი მულტიმედია ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმედა ინსტიტუტში (GIPA) მოიპოვა. აგრეთვე, 2012 წელს დაასრულა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით. წარსულში თანამშრომლობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც ტრენერი, კოორდინატორი და ჩართული იყო სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში, მათ შორის მოხალისეობრივადაც. რამდენიმე კომპანიაში მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიცია ეკავა. ამჟამად პარალელურად მუშაობს საკუთარი ტურისტული სააგენტოს განვითარებაზე.   
 
ინტერესები: სამოქალაქო განათლება, მოგზაურობა, სიმღერა და გიტარა, ფოტოგრაფია



Picture
ლანა უგრეხელიძე
მოხალისე პროექტების ასისტენტი

​არის ირის ჯგუფში პროექტების ასისტენტი 2015 წლიდან. სწავლობს ტურიზმის მენეჯმენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს გახდა "მრავალფეროვნების სკოლის'" ალუმნი, შემდეგ კი მონაწილეობდა ირის ჯგუფის სხვადასხვა პროექტებში.

ინტერესის სფერო: ახალგაზრდული აქტივობები, მთარგმნელობითი საქმიანობა, მოგზაურობა, სხვადასხვა დამწერლობების და ენების შესწავლა.


Picture
 ანა ათაბეგაშვილი
 მოხალისე პროექტების ასისტენტი

მუშაობს მოხალისედ ირის ჯგუფში  2016 წლიდან. სწავლობს ქართულ ფილოლოგიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მონაწილე.2013 წლიდან არის ტრენერი და ლიდერი სხვადასხვა ბანაკში. გავლილი აქვს სტაჟირება რამდენიმე მედიასაშუალებაში.
 ინტერესები: არაფორმალური განათლება, მედია, სკაუტინგი, სამოქალაქო აქტივიზმი, მოგზაურობა, ცურვა.



Picture
ნათია გოლეთიანი
მოხალისე პროექტების ასისტენტი
​
არის „ირის ჯგუფის“ პროექტების ასისტენტი 2017 წლიდან. 2015 წელს გახდა „მრავალფეროვნების სკოლის კურსდამთავრებული“, 2016 წელს კი ამავე პროგრამის  მენტორი. სწავლობს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრანგული ფილოლოგიის მიმართულებით. ამჟამად, გარდა მოხალისეობრივი საქმიანობისა, მუშაობს “Schuchmann Wines Georgia-ში“ , ღვინის სპის მენეჯერად. აქვს ასევე რესტორნის სერვერად და სომელიედ მუშაობის გამოცდილება. გადის სტაჟირებას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში.  აქვს ტრენერად და მოხალისედ ყოფნის გამოცდილება სხვადასხვ არასამთავრობო ორგანიზაციებში.
 
ინტერესის სფერო: უცხო ენებისა და კულტურის შესწავლა, მრავალფეროვნება, ფსიქოლოგია, ცურვა.


Picture
ირინე ოდიშარია
ორგანიზაციის დამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი

არის ირის ჯგუფის დამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი 2010 წლიდან. მუშაობდა ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორად 2010 - 2015 წლებში. სწავლობდა ეკონომიკასა და სამართალს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე, დაამთავრა ლუნებურგის ინსტიტუტი გერმანიაში. 2002 წლიდან არის ტრენერი სამოქალაქო განათლებასა და საპროექტო მენეჯმენტში.


Picture
ცისანა კოლხიტაშვილი
არის ირის ჯგუფის ბუღალტერი 2010 წლიდან.



Powered by Create your own unique website with customizable templates.