განცხადებები
2017 წლის მრავალფეროვნების სკოლაში განცხადებების მიღება დაიწყო
ღიაა: 18-24 წლის ახალგაზრდებისათვის საქართველოს ყველა რეგიონიდან
ბოლო ვადა: 20 მარტი, 2017
გიწვევთ მრავალფეროვნების სკოლაში!
თუ შენ
- ხარ 18-დან 24 წლამდე
- გინდა, იყო აქტიური
- გსურს პიროვნული წინსვლა
- გაინტერესებს, შეისწავლო მრავალფეროვნების საკითხები
- გსურს, შეცვალო გარემო იქ, სადაც შენ ცხოვრობ
- საფუძვლიანად შეისწავლო მრავალფეროვნების საკითხები
- განივითარო უნარ-ჩვევები პროექტის მართვასა და დაგეგმვაში
- განახორციელო საკუთარი მოხალისეობრივი ინიციატივა
- შეხვდე საინტერესო ადამიანებს
მაშ, შემოგვიერთდი მრავალფეროვნების სკოლაში და ჩაერთე აქტიურობის თავგადასავლებში!
მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ორგანიზაცია ირის ჯგუფი ახორციელებს. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა დადემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.
მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს საზოგადოების მრავალფეროვანი წევრების ერთმანეთთან დაკავშირებას, ხელს უწყობს მათი ინდივიდუალიზმისა და უნიკალობის წარმოჩენასა და რეალიზებას. პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, განსხვავებული კუთხიდან დაინახონ მრავალფეროვნების ძლიერი მხარეები და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სასიკეთოდ გამოიყენონ როგორც პირად, ისე აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში. გვჯერა, რომ სწორედ მრავალფეროვანი საზოგადოება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს და მისი შენარჩუნება, ხელშეწყობა და განვითარება არის ჩვენი პროგრამის მისია და პასუხისმგებლობა.
მრავალფეროვნების სკოლა კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი საპროექტო იდეების განხორციელებას სთავაზობს ახალგაზრდებს. ეს არის პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს, უნარ-ჩვევების განვითარება, საკუთარი იდეების განხორციელება, აინტერესებს სამოქალაქო აქტივიზმი და საქართველოს რეგიონების განვითარება.
პროგრამის განრიგი
პროგრამის აქტოვებები სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება. თოთოეული მონაწილეესწრება სამ სხვადასხვა სემინარს მაისში, ივლისსა და ნოემბერში. ამასთანავე, ახორციელებსსაკუთარ ინიციატივას საქართველოს რომელიმე რეგიონში აგვისტო-სექტემბრის თვისგანმავლობაში.
- საგაზაფხულო სესია: 6-14 მაისი, 2017 (ჯგუფი I), 20-28 მაისი, 2017 (ჯგუფი II)
- საპროექტო შეხვედრა: 22 - 28 ივლისი, 2017
- პროექტის განხორციელება: 1 აგვისტო – 1 ოქტომბერი, 2017
- მრავალფეროვნების ფორუმი: 20-26 ნოემბერი, 2017
პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს.
განცხადების შემოტანა შეგიძლიათ 2017 წლის 20 მარტამდე.
გამოგვიგზავნეთ შევსებული განაცხადი ელ.ფოსტაზე: [email protected]
მრავალფეროვნების სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ პროგრამის ვებ-გვერდს.
მრავალფეროვნების_სკოლა_2017_გელის_შენ_.pdf | |
File Size: | 159 kb |
File Type: |
მრავალფეროვნების_სკოლა_2017_სააპლიკაციო_ფორმა.docx | |
File Size: | 154 kb |
File Type: | docx |
ვაკანსია სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მარტი - ნოემბერი | 2017
დედლაინი: 26 თებერვალი, 2017
ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა აცხადებს მიღებას სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ინგლისურ ენაზე.
ვიდეო კონკურსი "ქალაქები სიძულვილის გარეშე"
ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2017
ოდესმე გამოგიცდიათ სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და ბულინგი?
გსურთ შეუერთდეთ მოძრაობას, რომელიც სიძულვილის ენას ებრძვის?
მაშინ, შეუერთდი შეჯიბრს, რომელიც იწვევს 30 წლამდე ახალგაზრდებს, გადაიღე მოკლე ვიდეო და მოიგე კამერა!
პროექტი მხარდაჭერილია Advocate Europe-ის ყოველწლიური იდეების კონკურსის ფარგლებში.
ჩვენ ვცდილობთ სწავლებაში, განათლებასა და დისკუსიაში შევიტანოთ ინოვაციური მიდგომები. ჩვენ გვსურს, მოსწავლეებთან, ახალგაზრდა აქტივისტებთან, ექსპერტებთან და მედიასთან ერთად ყველას ვაჩვენოთ, რომ სიძულვილსა და დისკრიმინაციას ჩვენს საჯარო სივრცეში ადგილი არ აქვს.
ვიდეო კონკურსის სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.
გსურთ შეუერთდეთ მოძრაობას, რომელიც სიძულვილის ენას ებრძვის?
მაშინ, შეუერთდი შეჯიბრს, რომელიც იწვევს 30 წლამდე ახალგაზრდებს, გადაიღე მოკლე ვიდეო და მოიგე კამერა!
- გაგვიზიარე შენი აზრი
- გადაიღე მოკლე ვიდეო
- გამოგვიგზავნე შენი ნამუშევარი
- რა არის „ქალაქები სიძულვილის გარეშე?“
პროექტი მხარდაჭერილია Advocate Europe-ის ყოველწლიური იდეების კონკურსის ფარგლებში.
ჩვენ ვცდილობთ სწავლებაში, განათლებასა და დისკუსიაში შევიტანოთ ინოვაციური მიდგომები. ჩვენ გვსურს, მოსწავლეებთან, ახალგაზრდა აქტივისტებთან, ექსპერტებთან და მედიასთან ერთად ყველას ვაჩვენოთ, რომ სიძულვილსა და დისკრიმინაციას ჩვენს საჯარო სივრცეში ადგილი არ აქვს.
ვიდეო კონკურსის სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.
მოხალისე ირის ჯგუფში | განაცხადების მიღება
დედლაინი: 21 სექტემბერი, 2016
- ეძებ საინტერესო საქმიანობას?
- გჭირდება შემოქმედებითი სივრცე?
არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნიეთ ეძებს მოხალისეს, რომელიც დაგვეხმარება ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებაში.
მოხალისის სამუშაო მოვალეობები:
- პროექტების კოორდინაციაში მხარდაჭერა
- ტრეინინგების ორგანიზებაში მხარდაჭერა
- პარტნიორებთან კონტაქტი
- ვებსაიტისთვის სტატიების წერა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება
- მასალების თარგმნა (ინგლისური-ქართული)
- ორგანიზაციის აქტივობების ფოტო და ვიდეო გადაღება
- გრანტების მოძიებაში მხარდაჭერა
- სტატისტიკისა და საინფორმაციო ბაზების მომზადება
- ყოველდღიური საოფისე საქმიანობა
მოთხოვნები:
- 18-30 წლის
- ფლობდეს ინგლისური ენას
- იყოს აქტიური და ინიციატორი
- შეხება ჰქონდეს პროექტებთან, როგორც მონაწილე ან ორგანიზატორი
- შეეძლოს გამართულად წერა
- მოქნილ სამუშაო გრაფიკთან გამკლავება
- გუნდთან და დამოუკიდებლად მუშაობა
მოხალისე მზად უნდა იყოს, ჩაერთოს პროექტებში, რომელიც განხორცილდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგრეთვე, საქართველოს ფარგლებს გარეთ.
დარწმუნდი, რომ შენ გეძებთ? მაშინ გამოგვიგზავნე CV და სამოტივაციო წერილი (MS Word Doc) მაქსუმუმ ერთი გვერდი და აღწერე, თუ რატომ გსურს ირის ჯგუფში მოხალისეობა? რა დროის დათმობა შეგიძლია მოხალისეობრივი საქმიანობისთვის? რას ელი ჩვენთან მიღებული გამოცდილების ფარგლებში? რა სპეციფიური უნარები, გამოცდილება და ინტერესი გაქვს, რომელსაც ჩვენს ორგანიზაციაში გამოიყენებ?
დოკუმენტები მოგვაწოდე ელ.ფოსტაზე: [email protected]
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 21 სექტემბერი!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ელ. ფოსტაზე: [email protected]
ან ტელეფონზე: 032 294 5225
გახდი მრავალფეროვნების სკოლის მონაწილე!
დედლაინი: 1 მარტი, 2016
თუ შენ
მაშინ გეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი სკოლის ფარგლებში
მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.
მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს განსხვავებული იდენტობის მქონე საზოგადოების წევრების ერთმანეთთან დაკავშირებას, ხელს უწყობს მათი ინდივიდუალიზმისა და უნიკალობის წარმოჩენასა და რეალიზებას. პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, განსხვავებული კუთხიდან დაინახონ მრავალფეროვნების ძლიერი მხარეები და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სასიკეთოდ გამოიყენონ როგორც პირად, ისე აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში. გვჯერა, რომ სწორედ მრავალფეროვანი საზოგადოება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს და მისი შენარჩუნება, ხელშეწყობა და განვითარება არის ჩვენი პროგრამის მისია და პასუხისმგებლობა.
მრავალფეროვნების სკოლა კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი საპროექტო იდეების განხორციელებას სთავაზობს ახალგაზრდებს. ეს არის პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს, უნარ-ჩვევების განვითარება, საკუთარი იდეების განხორციელება, აინტერესებს სამოქალაქო აქტივიზმი და საქართველოს რეგიონების განვითარება.
პროგრამის განრიგი
პროგრამის ფარგლებში, თოთოეული მონაწილე ესწრება სამ სხვადასხვა სემინარს მაისში, ივლისსა და ნოემბერში. ამასთანავე, ახორციელებს საკუთარ პროექტს საქართველოს რომელიმე რეგიონში აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში.
ხარჯები
პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს.
განაცხადის შემოტანა შეგიძლიათ 2016 წლის 1 აპრილამდე. გამოგვიგზავნეთ შევსებული განაცხადი ელ.ფოსტაზე: [email protected]
განაცხადის ფორმა იხილეთ მიმაგრეულ დოკუმენტში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: www.diversityschool.net
კონტაქტი
ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა
მარგალიტა ჯაფარიძე
პროგრამის კოორდინატორი
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ: +995 32 294 5225
- ხარ 18-დან 24 წლამდე
- გინდა, იყო აქტიური
- გსურს პიროვნული წინსვლა
- გაინტერესებს, შეისწავლო მრავალფეროვნების საკითხები
- გსურს, შეცვალო გარემო იქ, სადაც შენ ცხოვრობ
მაშინ გეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი სკოლის ფარგლებში
- საფუძვლიანად შეისწავლო მრავალფეროვნების საკითხები
- განივითარო უნარ-ჩვევები პროექტის მართვასა და დაგეგმვაში
- განახორციელო საკუთარი მოხალისეობრივი პროექტი
- შეხვდე საინტერესო ადამიანებს
მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.
მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს განსხვავებული იდენტობის მქონე საზოგადოების წევრების ერთმანეთთან დაკავშირებას, ხელს უწყობს მათი ინდივიდუალიზმისა და უნიკალობის წარმოჩენასა და რეალიზებას. პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, განსხვავებული კუთხიდან დაინახონ მრავალფეროვნების ძლიერი მხარეები და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სასიკეთოდ გამოიყენონ როგორც პირად, ისე აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში. გვჯერა, რომ სწორედ მრავალფეროვანი საზოგადოება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს და მისი შენარჩუნება, ხელშეწყობა და განვითარება არის ჩვენი პროგრამის მისია და პასუხისმგებლობა.
მრავალფეროვნების სკოლა კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი საპროექტო იდეების განხორციელებას სთავაზობს ახალგაზრდებს. ეს არის პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს, უნარ-ჩვევების განვითარება, საკუთარი იდეების განხორციელება, აინტერესებს სამოქალაქო აქტივიზმი და საქართველოს რეგიონების განვითარება.
პროგრამის განრიგი
პროგრამის ფარგლებში, თოთოეული მონაწილე ესწრება სამ სხვადასხვა სემინარს მაისში, ივლისსა და ნოემბერში. ამასთანავე, ახორციელებს საკუთარ პროექტს საქართველოს რომელიმე რეგიონში აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში.
- საგაზაფხულო სესია: პირველი ჯგუფი - 7-15 მაისი. მეორე ჯგუფი - 21-29 მაისი
- საპროექტო შეხვედრა: 23-29 ივლისი
- პროექტის განხორციელება: 1 აგვისტო - 1 ოქტომბერი
- მრავალფეროვნების ფორუმი: 14-20 ნოემბერი
ხარჯები
პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს.
განაცხადის შემოტანა შეგიძლიათ 2016 წლის 1 აპრილამდე. გამოგვიგზავნეთ შევსებული განაცხადი ელ.ფოსტაზე: [email protected]
განაცხადის ფორმა იხილეთ მიმაგრეულ დოკუმენტში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: www.diversityschool.net
კონტაქტი
ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა
მარგალიტა ჯაფარიძე
პროგრამის კოორდინატორი
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ: +995 32 294 5225
application_form_diversity_school_2016.docx | |
File Size: | 153 kb |
File Type: | docx |
call_for_participants_diversity_school_2016.pdf | |
File Size: | 158 kb |
File Type: |
ვაკანსია ასისტენტი კოორდინატორი
მარტი - დეკემბერი | 2016
დედლაინი: 14 თებერვალი, 2016
ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა აცხადებს მიღებას ასისტენტი კოორდინატორის პოზიციაზე. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ინგლისურ ენაზე.
ირის ჯგუფი ეძებს მოხალისეს ორგანიზაციაში სამუშაოდ
დედლაინი: 1 მარტი, 2015
❖ ეძებ საინტერესო საქმიანობას?
❖ გაკლია შემოქმედებითი სივრცე?
მაშინ შენ სწორედ ის ხარ, ვისაც ჩვენ ვეძებთ!
არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით ეძებს მოხალისეს, რომელიც პროგრამების კოორდინატორებს დაეხმარება ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებაში. მოხალისე გამოცდილებას მიიღებს პროექტების ორგანიზებასა და ტრეინინგების ფასილიტაციაში, როგორც ადგილორივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მრავალფეროვან გარემოში შეიძენს საჭირო კონტაქტებსა და გამოცდილებას არაფორმალური განათლების სფეროში.
მოხალისეს სამუშაო მოვალეობები მოიცავს:
● ტრეინინგების ორგანიზებაში მხარდაჭერა
● პარტნიორებთან კონტაქტი
● ვებსაიტივსთვის სტატიების წერა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება
● მასალების თარგმნა (ინგლისური - ქართული)
● ორგანიზაციის აქტივობებზე ფოტოების გადაღება
● გრანტების მოძიებაში მხარდაჭერა
● ყოველდღიური საოფისე საქმიანობა
მოთხვნები:
● 20-26 წლის
● გამართულად ფლობდეს ინგლისურ ენას როგორც ვერბალურად, ისე წერილობით
● იყოს აქტიური და ხშირად იჩენდეს ინიციატივას
● ჰქონდეს გამოცდილება პროექტებში, მინიმუმ მონაწილის დონეზე
● შეეძლოს ქართულ ენაზე გამართულად წერა
● მოქნილ სამუშაო გრაფიკთან გამკლავება
● გუნდთან ერთად და დამოუკიდებლად მუშაობა
მოხალისე მზად უნდა იყოს, ჩაერთოს პროექტებში, რომელიც განხორცილდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგრეთვე, საქართველოს ფარგლებს გარეთ. უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც მონაწილება აქვთ მიღებული ირის ჯგუფის პროექტებში.
დარწმუნდი, რომ შენ გეძებთ?
მაშინ გამოგვიგზავნე CV და სამოტივაციო წერილი (Ms Office Word Doc) მაქსიმუმ ერთი გვერდი და აღწერე, თუ რატომ გსურს ირის ჯგუფში მოხალისეობა. დოკუმენტები მოგვაწოდე ელ.ფოსტაზე [email protected]
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 1 მარტი, 24:00!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი ელ. ფოსტაზე: [email protected]
ან ტელეფონზე: 032 294 5225
აბა, შეხვედრამდე,
ირის ჯგუფში!