მრავალფეროვნების სკოლა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მრავალფეროვნების სკოლაში!
მრავალფეროვნების სკოლა არის Joint Civic Education-ის ადგილობრივი პროგრამა საქართველოში, რომელიც პირველად 2012 წელს ამოქმედდა.
მრავალფეროვნების სკოლას სურს პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს არის პროგრამა ახალგაზრდა აქტივისტებისთვის და მათთვის, ვისაც საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარება და საპროექტო იდეების განხორციელება სურს.
მეტი მრავალფეროვნების სკოლის შესახებ...
მოხალისეობრივი პროექტები მრავალფეროვნების სკოლაში
ხელი ხელს
ხელი ხელს - საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხანგრძლივი და რთული საკითხია. პროექტის „ხელი ხელს“ იდეა შეიქმნა დავით ბაქრაძისა და ლაშა ბუგიანიშვილის მიერ. მათი პროექტის ფარგლებში იგეგმება ტრენინგების ჩატარება გორში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა ახალგაზრდებისათვის. ტრენინგების თემატიკა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფლიქტების მართვა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და სხვ.
ერთად ჯანსაღი ცხოვრებისკენ
თეთრიწყარო უჩვეულოდ აქტიური იყო ზაფხულის რამდენიმე კვირის მანძილზე. ქალაქის ქუჩებში და შემოგარენში სხვადასხვა სპორტული აქტივობა, შეჯიბრი და ლაშქრობა იმართებოდა. ლუსინე დოსტიბეგიანის პროექტი „ერთად ჯანსარი ცხოვრებისკენ“ ეძღვნებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას თეთრიწყაროში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. ამ აქტივობებს თან ერთვოდა დისკუსიები და ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიგიენის თემატიკაზე. პროექტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ხელოვნების ანარეკლი
პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ორგზანიზაცია „არძას“ ფინანსური მხარდაჭერით.
ხელოვნების ანარეკლი - „ხელოვნება ირეკლავს საზოგადოებას“ - ასეთია „მრავალფეროვნების სკოლის“ სამი მონაწილის ეკა გუგუტიშვილის, მარი გაბუნიასა და ნონა ხაჩიძის - პროექტის დევიზი. „ხელოვნების ანარეკლის“ ფარგლებში ჩატარდება ხატვის ვორკშოპები ახალციხეში, თეთრიწყაროსა და წეროვანში მცხოვრები ახალგაზრდა მხატვრების მონაწილეობით, შემდეგ კი მათი ნამუშევრები გამოიფინება გამოფენა-გაყიდვებზე როგორც რეგიონებში, ისე თბილისში. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა ხელოვანების აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ერთად მომავლისკენ
პროექტ „ერთად მომავლისკენ“ ფარგლებში წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩაუტარდებათ ტრენინგი. ტრეინინგების თემა იქნება სამსახურის მოძიების ეფექტური გზები და მასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. პროექტის მიზანია ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიეწოდოთ საჭირო ინფორმაცი დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე და ასევე გაუჩნდეთ მოტივაცია რეალიზება გაუკეთონ საკუთარ უნარ–ჩვევებს. პროექტის მენეჯერია მარიამ გელაშვილი. პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ორგანიზაცია „არძას“ ფინანსური მხარდაჭერით.
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში
დუშეთის რაიონის #1 საჯარო სკოლაში თათია გაგუა და ლიკა ბედიანიძე ჩაატარებენ ტრენინგს სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის თემატიკაზე. ტრენინგთან ერთად პროექტის ფარგლებში მოეწყობა ლაშქრობა და ექსკურსიები, ასევე ინტელექტუალური შეჯიბრი.
პროექტს აქტიურ თანამშრომლობას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ინიციატივით პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ საინფორმაციო სესია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის თაობაზე.
პროექტს აქტიურ თანამშრომლობას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ინიციატივით პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ საინფორმაციო სესია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის თაობაზე.
აღმოაჩინე თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რეგიონი იმაზე ბევრად საინტერესო ძეგლებითა და ადგილებითაა სავსე, ვიდრე ბევრი ჩვენგანი შესაძლოა ფიქრობდეს. პროექტ „აღმოაჩინე თეთრიწყაროს“ - ანა ხუციშვილის აზრით, თეთრიწყაროს რეგიონს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს. ამიტომაც შეჯიბრის ფარგლებში შეგროვდება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც აღწერს „ყველაზე საინტერესო ადგილს რეგიონში“. შეჯიბრის შემდეგ ასევე ჩატარდება „სითი გეიმი“.
აქტიური მოქალაქეობა
ახალგაზრდებისთვის , რომლებიც ცხოვრობენ საოჯახო ტიპის სახლებში, ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ წყალტუბოში, ხელმიუწვდომელია ინფორმაცია აქტიური მოქალაქეობის შესახებ. ბენეფიციარები იზრდებიან მძიმე გარემოში და მათი დაინტერესება სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით მცირეა. პროექტი, რომლის ავტორებიც არიან ლორენა შამათავა და თამარა კლიმჩუკი მიზნას ისახავს მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის მოტივაციის გაზრას, ასევე საჭრიო უნარების ჩამოყალიბებას იმისათვის რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ მათ გარშემო არსებულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თანაბარი უფლებები
მარნეულში ჯერ კიდევ მწვავეა გენდერული დისკრიმინაციის პრობლემა. „მრავალფეროვნების სკოლის“ მონაწილის - არაბელა კორძახიას აზრით, მარნეულში მცხოვრები ქალებს, როგორც წესი, არ ეძლევად კაცების თანასწორი თანამონაწილეობის უფლება რეგიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი მიზნად ისახავს რეგიონში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას გენდერული დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგებს ასევე დაერთვება ფილმის ჩვენება.
ახალგაზრდები რელიგიური ტოლერანტობისთვის
რელიგიური ტელერანტობა ახალგაზრდებს შორის აქტიური განხილვის საგანი არ არის, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ პრობლემატური საკითხია საქართველოში. პროექტის იდეის ავტორები - თომა სუხაშვილი, ლიკა ქიშმარეია და ქეთი მაკარაძე გეგმავენ წეროვნისა და მარნეულის სკოლების მოსწავლეების ყურადღების მიპყრობას რელიგიური ტოლერანტობის საკითხევისადმი. ესეების კონკურსს, ტრენინგებსა და ფილმის ჩვენებებს თან დაერთვება შეხვედრა სხვადსხვა აღმსარებლობის ღვთისმსახურებთან.
დაგეგმე მომავალი
დღესდღეობით საქართველოში ერთ–ერთი მთავარი პროებლემა უმუშევრობაა. სამუშაო ბაზარზე კი მნიშვნელოვან პრობლემას კვალიფიციური კადრის ნაკლებობა ქმნის. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები საკუთარი უნარების გათვალისწინების გარეშე ირჩევენ პროფესიებს, მეტი ყურარება ექცევა პროფესიის პრესტიჟულობას და არა მის საჭიროებას და დაკონკრეტული ადამიანის უნარების შესაბამისობას ამ პროფესიასთან. პროექტ „დაგეგმე მომავალის“ ფარგლებში მიხეილ ასლიკიანი გეგმავს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო ლექციის ჩატარებას პროფესიული განათლების შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება პროფესიულ სტერეოტიპებზე მსჯელობა, დისკუსია.
მრავალფეროვანი საქართველო
მრავალფეროვნების სკოლა კიდევ ერთხელ ეხება მრავალფეროვნების თემატიკას. ზაზა ზედგინიძე გეგმავს ერთი სემინარის ფარგლებში საერთო სივრცის შექმნას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისათვის. პროექტის მიზანია აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ბავშვების დაახლოვება, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის გაღრმავება და უბრალოდ მხიარულებისათვის საერთო სივრცის შექმნა ერთი პროექტის ფარგლებში.